Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში იწყება საერთაშორისო დისკუსიის 29-ე რაუნდი


დღეს ჟენევაში იწყება უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 29-ე რაუნდი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის დელეგაცია ყურადღებას კვლავ გაამახვილებს ოკუპირებულ რეგიონებსა და მათ მიმდებარე რაიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მკაცრ პროტესტს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებათა უხეშად დარღვევის გამო. ჟენევის დისკუსიის 29-ე რაუნდზე ქართული მხარე კვლავ მოითხოვს, რომ რუსეთმა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღოს. თბილისის დელეგაცია აუცილებლად მიიჩნევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამუშავებასაც. საქართველოს სამთავრობო დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG