Accessibility links

logo-print

ტუიტერი აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს და იუსტიციის სამინისტროს უჩივის


კომპანია ტუიტერმა სამშაბათს მიმართა სასამართლოს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს და იუსტიციის სამინისტროს მიმართ საჩივრით. ტუიტერს სურს, რომ დაცულ იქნას მისი უფლება, გაავრცელოს მთელი ინფორმაცია იმ შეკითხვების გარშემო, რომელიც ეხება აშშ-ის მთავრობისთვის მომხმარებელთა შესახებ ცნობების მიწოდებას. საჩივარი კალიფორნიის სასამართლოშია შეტანილი. ტუიტერი თვლის, რომ სპეცსამსახურების მიერ მოქალაქეთა შესახებ მონაცემების მოთხოვნის გარშემო ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა აშშ-ის კონსტიტუციის პირველი დამატების, სიტყვის თავისუფლების დარღვევაა. ვფიქრობთ, პირველი დამატების თანახმად, გვაქვს უფლება პასუხი გავცეთ მომხმარებელთა შეშფოთებას, თვლის ტუიტერის ვიცე-პრეზიდენტი ბენჯამინ ლი.

XS
SM
MD
LG