Accessibility links

ალასანია: უკვე გადაწყვეტილია საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხი


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, უელსის სამიტზე მიღწეული შეთანხმებით, საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის შექმნის და ერთობლივი წვრთნების საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ალასანიას თქმით, ამით ამაღლდება როგორც რუსეთის აგრესიის შეკავების ფაქტორი, ისე საქართველოს თავდაცვისუნარიანობა. „ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ქვეყანაში და მთლიანად რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას“, - განაცხადა ირაკლი ალასანაიმ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ძლიერი საქართველო მთლიანად რეგიონის ძლიერი სტაბილურობის კონტრიბუტორია. ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ნატოს საწვრთნელი ბაზების გასახსნელად საქართველომ მოსამზადებელი სამუშაო დაასრულა და ალიანსის შტაბ-ბინას გეგმა ორშაბათს გაუგზავნა. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ნატოს წევრი ქვეყნებისგან თანხმობას საქართველო ერთ თვეში ელოდება, რის შემდეგაც გეგმა საჯარო გახდება.

XS
SM
MD
LG