Accessibility links

გერმანიაში 330 კგ ჰეროინი იპოვეს ირანიდან ჩასულ სატვირთო მანქანაში


გერმანიის პოლიციის განცხადებით, 330 კგ ჰეროინი იპოვეს სატვირთო მანქანაში, რომლითაც ირანიდან გერმანიაში იყო ჩატანილი კიტრისა და ნივრის მწნილი. ამოღებული ჰეროინის საბაზრო ფასი 50 მლნ ევროს აღემატება. ირანიდან ჩასულ სატვირთო მანქანაში ნაპოვნი ნარკოტიკი მეტია, ვიდრე გერმანიაში მთელი 2013 წლის მანძილზე ამოღებული ჰეროინი. მანქანა 22 სექტემბერს შეამოწმეს ქალაქ ესენში, ევროკავშირის სამართალდამცველთა კოორდინირებული ოპერაციის ფარგლებში. დაკავებულია ორი ადამიანი, რომლის სახელზეც ტვირთი იყო გაგზავნილი. ისინი ძმები არიან და ფირმები აქვთ ესენსა და კიოლნში. იანვარში გერმანელმა მებაჟეებმა ამოიღოს 45 კილოგრამი ჰეროინი, გახვეული ირანიდან იმპორტირებულ ხალიჩებში.

XS
SM
MD
LG