Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში ანტისამთავრობო პროცესტი გაიმართა


ათასობით ადამიანი გავიდა 10 ოქტომბერს ერევნის ქუჩებში და პროტესტი გამოთქვა. ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეები. პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის გადადგომას მოითხოვდნენ და მთავრობას ადანაშაულებდნენ ეკონომიკურ პრობლემებში. დემონსტრანტები უკმაყოფილო არიან სარქისიანის გადაწყვეტილებით, სომხეთი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ეკონომიკურ ბლოკს შეუერთოს, რასაც ევროკავშირისგან ამ ქვეყნის დაშორება მოჰყვება. სარქისიანმა 10 ოქტომბერს მოეწერა ხელი ხელშეკრულებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის შესახებ, მინსკში, ბელორუსიის დედაქალაქში.ცნობით, დემონსტრანტები ასევე არ ეთანხმებიან საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელსაც სარქისიანი ეთანხმება და რომელიც მთავრობის მთავარ მოხელედ პრემიერ-მინისტრს აღიარებს.

XS
SM
MD
LG