Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრის გადადგომა მიიღო


უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, ვალერი ჰელეტეის გადადგომა. პეტრო პოროშენკოს უებ საიტზე წაიკითხავთ, რომ პრეზიდენტი ფიქრობს, დროა მოხდეს ცვლილება და „შეიცვალოს ქვეყნის სამხედრო მეთაურობა“. პრეზიდენტი თავის ახალ კანდიდატურას ამ პოსტზე 13 ოქტომბერს დაასახელებს და სურს, რომ ის პარლამენტმა 14-ში დაამტკიცოს.

XS
SM
MD
LG