Accessibility links

logo-print

მედვედევს შეუძლებლად მიაჩნია აშშ-თან ურთიერთობის „გადატვირთვა“


რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი „სრულიად შეუძლებლად“ მიიჩნევს ახალ "გადატვირთვას" ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში, მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო. მედვედევმა ეს შეფასება გამოთქვა ამერიკულ ტელეარხ CNBC-თან ინტერვიუში. ინტერვიუს ტექსტში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა რუსეთის მთავრობის ვებსაიტზე, ვკითხულობთ ასევე მედვედევის მოსაზრებას, რომ შეერთებული შტატების სანქციები „დესტრუქციულია“. შეერთებულმა შტატებმა სანქციების რამდენიმე წყება შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ, მარტში ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირებაში მოსკოვის როლის გამო. რუსეთი უარყოფს უკრაინაში კონფლიქტთან კავშირს.

XS
SM
MD
LG