Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში სასულიერო პირები აცხადებენ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ არღვევს ისლამურ სწავლებას


პაკისტანში გავლენიანი სასულიერო პირები გმობენ ექსტრემისტულ ჯგუფ „ისლამურ სახელმწიფოს“. მათი განცხადების ფონია შეშფოთება, რომ ექსტრემისტებმა შესაძლოა პაკისტანის ისლამისტებში მოძებნონ ახალი მებრძოლები. სასულიერო პირთა საბჭო აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც მოზრდილ ტერიტორიას აკონტროლებს ერაყსა და სირიაში, არღვევს ისლამურ სწავლებებს. „ისლამმა და მუსლიმებმა არ შეიძლება მხარი დაუჭირონ უდანაშაულო ხალხის ხოცვას და მათი საკუთრების განადგურებას ‘ისლამური სახელმწიფოს’ მიერო“, წერია განცხადებაში. საბჭო მუსლიმური ქვეყნების ახალგაზრდებს მოუწოდებს თავი შორს დაიჭირონ ნებისმიერი ძალადობრივი ჯგუფისგან, რომელიც არღვევს ისლამის და წინასწარმეტყველ მუჰამედის სწავლებებს. პაკისტანში უკვე წლებია მწვავე პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი ისლამისტი ტერორისტების მიერ მოწყობილი სისხლიანი თავდასხმები. ცოტა ხნის წინ პაკისტანის თალიბანმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდასაჭერად მებრძოლებს გაგზავნის.

XS
SM
MD
LG