Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში თავდამსხმელმა 3 თვის ბავშვი მოკლა


სამი თვის გოგონა დაიღუპა და 8 ადამიანი დაშავდა, როდესაც მანქანა ტრამვაის გაჩერებასთან მდგომ ხალხს დაეჯახა იერუსალიმში. პოლიციის განცხადებით მძღოლი პალესტინელი იყო აღმოსავლეთ იერუსალიმიდან. მას პოლციელებმა ესროლეს, როდესაც ის მიმალვას ცდილობდა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციის განცხადებით ეს ინციდენტი ტერორისტული თავდასხმა იყო, რადგან ეჭვმიტანილი მანამდე ისრელის ციხეში სასჯელს იხდიდა ტერორიზმის ბრალდებით. ადგილობრივი მედიის ცნობით პოლიციამ ეჭვმიტანილის ძმა დააკავა. დაღუპული გოგონა და მისი მშობლბი აშშ-ის მოქალაქეები არიან.

XS
SM
MD
LG