Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ქრისტიანებს და მუსლიმებს კანონმორჩილებისკენ მოუწოდებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია და რელიგიურ აღმსარებლობას მნიშვნელობა არ აქვს. მისივე თქმით, ყველა მსგავსი საკითხი ჯერ რელიგიის საკითხთა სააგენტომ უნდა შეისწავლოს, რომელიც შემდგომში მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს. “დასაგმობი და მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ, იგივე პოლიციის მანქანების დაზიანება ქვებით. ყველა მოქალაქე კანონთან თანასწორია. მქონდა საუბარი გუბერნატორთან, რომელმაც მითხრა, რომ ამ საკითხს ადგილობრივ მოსახლეობასთან კიდევ ერთხელ გაარკვევს და იმედი მაქვს, ეს საკითხი დღის ბოლომდე მოგვარდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იქნება ეს ქრისტიანი თუ მუსულმანი მოსახლეობა - თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, თქვენ ხართ თანასწორნი და ვალდებული ხართ, დაემორჩილოთ კანონს. სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი უფლებები იყოს დაცული მაქსიმალურად და თქვენი უფლებების შელახვის უფლებას არავის მისცემს. მოგიწოდებთ სიმშვიდისა და გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.გუშინ, სოფელ მოხეში დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა იმ შენობის დემონტაჟს აპროტესტება, რომელშიც, მათი თქმით, მეჩეთი იყო. თუმცა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის აცხადებს, რომ სოფელ მოხეში მდებარე შენობაში მეჩეთი არასდროს ყოფილა და იქ ბიბლიოთეკა გაკეთდება.მოვლენებს.

XS
SM
MD
LG