Accessibility links

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალები იმარჯვებენ


26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში უკრაინის პროევროპული ძალების მნიშვნელოვანი წარმატება აჩენს იმედს, რომ ქვეყანა შეძლებს იმ კრიზისიდან გამოსვლას, რომელშიც ქვეყანა პოლიტიკური დაპირისპირებისა და ქვეყნის აღმოსავლეთში პრორუსული ძალების წინააღმდეგ მრავალთვიანი ომის შედეგად აღმოჩნდა ჩათრეული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 27 ოქტომბერს გამოცხადებული წინასწარი შედეგების თანახმად, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკი და პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის „სახალხო ფრონტი“ ლიდერობენ, თითოეულს ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 21,5%-ი ერგო წილად. ხმათა 10.8 პროცენტი ხვდა წილად დასავლეთ უკრაინაში დაფუძნებულ პრო-ევროპულ „თვითდახმარების“ პარტიას. ეროვნული ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „უკრაინის მძლავრ და შეუქცევად დაბრუნებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე“.

XS
SM
MD
LG