Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო მონაცემებით უკრაინაში კვლავ იაცენიუკის პარტია ლიდერობს


უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო ცნობით, დათვლილია კვირას გამართული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისას მიცემული ხმების 97,75%. წინასწარი მონაცემებით, ხმების 22,18%-ით ლიდერობს პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის პარტია "სახალხო ფრონტი", 21,82%-ით მეორე ადგილზეა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკი. შემდეგ მოდიან: გაერთიანება "სამოპომიჩი" - 11,01%, ოპოზიციური ბლოკი - 9,35%, "რადიკალური პარტია" - 7,44% და იულია ტიმოშენკოს პარტია "ბატკივშჩინა" - 5,69%. პარლამენტში სწორედ ეს ექვსი პოლიტიკური ორგანიზაცია მოხვდება. საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 ნოემბერს გამოაცხადებს.

XS
SM
MD
LG