Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბურკინა-ფასოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


ბურკინა-ფასოს პრეზიდენტმა ბლეზ კომპაორემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და პირობა დადო, რომ დაიწყებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებას. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ადგილობრივი რადიოთი გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით. იუწყებიან, რომ დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყნის პრეზიდენტის მიზანია, შეარბილოს საპროტესტო აქციები, რომლებიც მოჰყვა მის მცდელობას, კიდევ უფრო გააგრძელოს თავისი 27-წლიანი მმართველობა. პრეზიდენტის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ბურკინა-ფასოს მთელ ტერიტორიაზე და მთავრობა დათხოვნილ იქნა, რათა შექმნას პირობები პოლიტიკური ცვლილებებისათვის. პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერებს მოუწოდა, ბოლო მოუღონ საპროტესტო გამოსვლებს. უფრო ადრე გავრცელებული ცნობებით, ქვეყნის დედაქალაქ უგადუგუში, პრეზიდენტის სასახლესთან შეტაკებები მოხდა პოლიციასა და ათიათასობით დემონსტრანტს შორის. მანამდე დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობა გადაწვეს.

XS
SM
MD
LG