Accessibility links

logo-print

ევროპა მიესალმა გაზის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას


ევროპის ქვეყნების ლიდერები მიესალმნენ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც რუსეთმა უნდა აღადგინოს უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება. პარალელურად, ევროპის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აფრთხილებენ, რომ არჩევნები, რომლის გამართვასაც 2 ნოემბერს გეგმავენ აღმოსავლეთ უკრაინის პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები, არალეგიტიმური იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა წუხელ ოთხმხრივი სატელეფონო საუბარი გამართეს, მას შემდეგ, რაც უკრაინამ და რუსეთმა გააფორმეს შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს გარანტიას, რომ რუსეთი უკრაინას გაზს მიაწვდის 2015 წლის მარტამდე. გერმანიის მთავრობის პრესმდივნის განცხადებით, შეთანხმებას, რომელსაც 30 ოქტომბერს გვიან საღამოს მოეწერა ხელი ბრიუსელში, ოთხივე ლიდერი მიესალმა. კრემლის მიერ გავრცელებული განცხადებით, შეთანხმება წარმოადგენს „მნიშვნელოვან ნაბიჯს, სამომავლოდ ევროპისთვის გაზის შეუფერხებლად მიწოდების კონტექსტში.“

XS
SM
MD
LG