Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროშენკომ ფარსი უწოდა აღმოსავლეთ უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებს


ეგრეთწოდებულ არჩევნებს ოკუპირებ დონეცკსა და ლუგანსკის ოლქებში არაფერი აქვს საერთო ხალხის ნების გამოხატვასთან და უხეშად არღვევს მინსკის შეთანხმებებს. ამის თაობაზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. „2 ნოემბრის არჩევნები, რომელიც დონბასის ნაწილში ორმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ავტომატებისა და ტანკების ლულის ქვეშ ჩაატარა, - ეს არის საშინელი მოვლენა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ხალხის რეალურ ნების გამოხატვასთან. უკრაინა და მთელი ცივილიზებული სამყარო არ აღიარებს ამ ფარსს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სეპარატისტების მიერ მართულ დონეცკსა და ლუგანსკში არჩევნები შედგა და კიევი „ვალდებული სცნოს“ მისი შედეგები. კერძოდ ასეთი მოსაზრება გამოთქვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მიხაილ მარკელოვმა.

XS
SM
MD
LG