Accessibility links

logo-print

აშშ-ში არჩევნები ტარდება


აშშ-ის მასშტაბით 4 ნოემბერს არჩევნები ტარდება. ამომრჩეველი აირჩევს 36 სენატორს, წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და 36 შტატის გუბერნატორებს. ანალიტიკოსების ვარაუდით, რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ და შესაძლოა კიდევაც გააუმჯობესონ უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში. თუმცა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სენატი მოექცევა. რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ დემოკრატებს ჩამოართმევენ ამ 100 ადგილიანი პალატის კონტროლს. საამისოდ მათ საბოლოო ჯამში ექვსი ადგილის მოპოვება ესაჭიროებათ. წინასწარი გამოკითხვები ბევრ შემთხვევაში მცირე განსხვავებას აჩვენებს და პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. თუ რესპუბლიკელები კონგრესის ორივე პალატას დაეპატრონებიან, ანალიტიკოსების აზრით დემოკრატ პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის მეორე ვადის დარჩენილ ორ წელიწადში მოუწევს პოლიტიკის გადასინჯვა და თანამშრომელთა შეცვლა.

XS
SM
MD
LG