Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკელებმა აშშ-ის სენატში მეექვსე ადგილიც მოიპოვეს


აშშ-ში მიმდინარე არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა ჩრდილოეთ კაროლინაში და ამით მიიღო მეექვსე ადგილი სენატში, რომლითაც გაინაღდა კონტროლი კონგრესის ზედა პალატაზე. აშშ-ის მასშტაბით 4 ნოემბერს არჩევნები ჩატარდა. ამომრჩეველი ირჩევს 36 სენატორს, წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და 36 შტატის გუბერნატორებს. რესპუბლიკელებს მეექვსე ადგილის მიღებამდე უკვე ჰქონდათ გარანტირებული ხუთი ადგილი - მონტანიდან, სამხრეთ დაკოტიდან, დასავლეთ ვირჯინიიდან და არკანზასიდან. მედიის ინფორმაციით, თუკი რესპუბლიკელები მოახერხებენ კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობის მოპოვებას, პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრია, შესაძლოა მოუწიოს თავისი პოლიტიკური კურსის პრიორიტეტების შეცვლა და განახორციელოს გადაადგილებები ადმინისტრაციაში.

XS
SM
MD
LG