Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რესპუბლიკური პარტია კოალიციაში რჩება


საქართველოს რესპუბლიკური პარტია კოალიცია "ქართული ოცნების" შემადგენლობაში რჩება. ამის შესახებ თბილისში, „ქართული ოცნების“ პოლისტაბჭოს სხდომის შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ. მისი შეფასებით, "თავისუფალი დემოკრატების" გადაწყვეტილება კოალიციის დატოვების შესახებ არის ძალიან დიდი დანაკლისი კოალიციისთვის. დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც.

XS
SM
MD
LG