Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: ძალიან გულწრფელი საუბარი მქონდა ივანიშვილთან


საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაადასტურა, რომ 6 ნოემბერს საიდუმლო შეხვედრა ჰქონდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც გავრცელებული მოსაზრებებით კვლავ აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებში. ‘შევთანხმდით იმაში, რომ ყველა პოლიტიკურ პროცესი წავიყვანოთ ისე, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ, რომელსაც არ დაუზუსტებია, თუ სად გაიმართა ორმხრივი შეხვედრა. ირაკლი ალასანია საქართველოს პარლამენტში დავით უსუფაშვილთან გამართავს კონსულტაციებს. ხვალ 8 ნოემბერს კი დაგეგმილია პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობა, რომელზეც თავმჯდომარის პოსტს, სავარაუდოდ, კვლავ ირაკლი ალასანია დაიკავებს.

XS
SM
MD
LG