Accessibility links

logo-print

პრემიერი: კონსულტაციები გრძელდება მინისტრობის კანდიდატურების შესარჩევად


კვლავ ვაკანტურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობები. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ კონსულტაციები გრძელდება და კანდიდატურებს უახლოეს ხანში დაასახელებს. ეს თანამდებობები მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა 5 ნოემბერს დატოვეს მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანია დაითხოვა.

XS
SM
MD
LG