Accessibility links

logo-print

გენშტაბის უფროსის განცხადებით, შეიარაღებული ძალები პოლიტიკის მიღმა დგას


აშშ-დან დაბრუნდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მან თბილისის აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდაცვის ახალ მინისტრთან მინდია ჯანელიძესთან არა მხოლოდ თანამშრომლობას, არამედ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას აპირებს. კაპანაძის თქმით, როგორც ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანები, ისე მთლიანად რეგიონისთვის დამახასიათებელი რთული გარემო საქართველოს საკეთილდღეოდ ერთობლივ მოქმედებებს მოითხოვს. ვახტანგ კაპანაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არმია აპოლიტიკურია, გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნა და დათხოვნა კი უმაღლესი მთავარსარდლის პრეროგატივაა. „შეიარაღებული ძალები დგას პოლიტიკის მიღმა და მისი პოლიტიკა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების დაცვაა“, - განაცხადა კაპანაძემ. მისი შეფასებით, პოლიტიკის მიღმა შეიარაღებული ძალების ყოფნა სწორედ საქართველოს დღევანდელი მთავრობის დამსახურებაა. რაც შეხეება აშშ-ში ვიზიტს, გენერალური შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ ძალიან კარგი შედეგებით დაბრუნდა და ორი ქვეყნის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდება.

XS
SM
MD
LG