Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში აფეთქებამ შეიწირა, სულ ცოტა, 47 მოსწავლე


ნიგერიაში, სულ ცოტა, 47 მოსწავლე დაიღუპა ვაჟთა სკოლაში 10 ნოემბერს მოწყობილი აფეთქების შედეგად. მაშველების ცნობით, ქალაქ პოტისკუმში აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა თავდამსხმელმა, რომელიც სკოლის ფორმაში იყო ჩაცმული. დაიჭრა ათობით ადამიანი. ვარაუდობენ, რომ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სუნიტი ექსტრემისტების ჯგუფ „ბოკო ჰარამს“, რომელიც მიზნად აცხადებს ისლამური სახელმწიფოს შექმნას და თავდასხმებს აწყობს სკოლებზე ნიგერიაში.

XS
SM
MD
LG