Accessibility links

გამოქვეყნდა თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები


თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები და პრიორიტეტები გამოაქვეყნა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ. მისი ინფორმაციით, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 800 მილიონი ლარი იქნება, საბოლოო თანხას კი მას შემდეგ დაასახელებს, რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერის მოცულობა გაირკვევა. დავით ნარმანიას განცხადებითვე, წინა წლებისგან განსხვავებით ბიუჯეტი უფრო გამჭვირვალე, განსახორციელებელი პროექტები კი დეტალურად აღწერილი იქნება. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის ოთხი ძირითადი პრიორიტეტია ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები, დედაქალაქის გამწვანება, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეკონსტრუქცია და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. დავით ნარმანიას განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრამდე დედაქალაქში მცხოვრები 8 ათასზე მეტი მოქალაქე გამოიკითხა და პროექტს საფუძლად მათ მიერ დასახელებული ძირითადი პრობლემები დაედო.

XS
SM
MD
LG