Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის არასაბრძოლო სამხედრო დანაყოფი გაიგზავნა ერაყის ანბარის პროვინციაში


აშშ-მა 50 სამხედროსგან შემდგარი არასაბრძოლო დანაყოფი გაგზავნა ერაყის დასავლეთში მდებარე ანბარის პროვინციის საჰაერო ბაზაზე. პენტაგონის განცხადებით, ისინი სამხედრო მრჩევლები არიან და განთავსებულ იქნენ ანბარის ყველაზე დიდ, აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე. ამ ძირითადად სუნიტებით დასახლებული პროვინციის დიდ ნაწილს აკონტროლებენ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები. ანბარში კონტინგენტის გაგზავნის ცნობა პირველია მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ აგვისტოში დაიწყო საჰაერო დარტყმების განხორციელება „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე. აშშ-ის სამხედროებმა ერაყი 2011 წელს დატოვეს, თუმცა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გასულ კვირაში განაცხადა, რომ აპირებს გააორმაგოს არასაბრძოლო კონტინგენტის რაოდენობა და ის 3000 გახადოს. 9 ნოემბერს ობამამ განაცხადა, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა „ახალ ფაზაში“ შედის, ოთხი თვის განმავლობაში წარმოებული საჰაერო დარტყმების შემდეგო.

XS
SM
MD
LG