Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტი მთიან ყარაბაღში ჩავიდა


სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრა მთიან ყარაბაღს მას შემდეგ, რაც წინა დღეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს ვერტმფრენი, რომელიც ბაქოს განცხადებით, სომხეთის ჯარს ეკუთვნოდა. სარქსიანის პრესსამსახურის ცნობით, ის მთიან ყარაბაღში ჩავიდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის ძალების დასათვალიერებლად და რეგიონის ლიდერთან შესახვედრად. სარქსიანის ვიზიტი შედგა მიუხედავად იმისა, რომ ბაქომ მთიანი ყარაბაღი ფრენისათვის აკრძალულ ზონად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც 12 ნოემბერს ვერტმფრენი ჩამოაგდო აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად. ბაქოს განმარტებით, ვერტმფრენი ჩამოაგდეს, როცა მან სცადა ცეცხლი გაეხსნა აზერბაიჯანელი ჯარისკაცებისათვის და მოკლულია ეკიპაჟის სამი წევრი. მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ვერტმფრენი „საწვრთნელ მისიას“ ასრულებდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ინციდენტს უწოდა აზერბაიჯანის მხრიდან „უპრეცედენტო პროვოკაცია“.

XS
SM
MD
LG