Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა მიხეილ სააკაშვილმა


კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ის ფეისბუქით გავრცელებულ წერილში იხსენებს სხვადასხვა ქვეყანაში კახა ბენდუქიძესთან ბოლოდროინდელ შეხვედრებს და აღნიშნავს, რომ უკრაინაში სერიოზულად განიხილავდნენ ერთ-ერთ წამყვან სამთავრობო პოსტზე ბენდუქიძის დანიშვნის საკითხს. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ კახა ბენდუქიძემ, რომლისთვისაც სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შემდეგ საქართველოს იძულებით დატოვება უმძიმესი იყო, ლონდონში ჩამოაყალიბა იურისტების ჯგუფი, ცალკე ორგანიზაცია ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად და 15 ნოემბრის აქციის მომზადებაშიც აქტიურად მონაწილეობდა. „დიდი ისტორიული მასშტაბის ეროვნული და მსოფლიო მოღვაწე გარდაიცვალა... ოფიციოზისგან მოძულებული და დევნილი, და ვაძლევ პირობას რომ კახას ნაცვლადაც გავცემთ პასუხს ბუმბერაზის მდევნელ ქონდრისკაცებს და მისი სახელითაც დავიხსნით საქართველოს!"- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG