Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება


რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა მოწმობს, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა საგრძნობლად უსწრებს ტრანსილვანიის ქალაქ სიბიუს, მერს, გერმანული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ კლაუს იოჰანესს. პონტა 2012 წელს ჩაუდგა სათავეში რუმინეთის მთავრობას წინა მთავრობის გადადგომის შემდეგ და მემარცხენე-ლიბერალური განწყობილების ტალღაზე. მისმა მომხრეებმა პოპულარობა მოიპოვეს ეკონომიკის მკაცრი ზომების კრიტიკით და 2012 წლის დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვეს. ამჟამინდელი კამპანიის ფარგლებში პონტამ ნაციონალისტურ და მართლმადიდებლურ რიტორიკას მიმართა, რამაც გაამწვავა შეჯიბრი. კლაუს იოჰანესი, რომელიც გერმანული ოჯახიდანაა, არჩევნების წინა ტურში ათი პროცენტით ჩამორჩა პონტას და ამომრჩეველთა ერთი მესამედის სიმპათია დაიმსახურა. ქალაქ სიბიუს მერის პოსტზე იოჰანესმა შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია ტურისტებისა და ინვესტიციების მიზიდვით.

XS
SM
MD
LG