Accessibility links

დღეს ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა


დღეს ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი გაუძღვება. სხდომაზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაზე მხარეები ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებითგათვალისწინებული რეფორმების ეფექტურად განხორციელების მექანიზმებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ. სხდომის დასრულების შემდეგ ფედერიკა მოგერინი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივი პრესკონფერენციას გამართავენ. დღესვე ბრიუსელში დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღრაიბაშვილის შეხვედრა და მათი ერთობლივი ბრიფინგი. ბელგიის დედაქალაქში ორდღიანი ვიზიტისას საქართველოს სამთავრობო დელეგაცია შეხვდება ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს და ევროკომისრებს გაფართოების და ვაჭრობის საკითხებში იოჰანეს ჰანს და სესილია მალსტრომს. საქართველოს დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, იუსტიციის და თავდაცვის მინისტრები - თამარ ბერუჩაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, თეა წულუკიანი და მინდია ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - დავით ბაქრაძე და პაატა ზაქარეიშვილი.

XS
SM
MD
LG