Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფედერიკა მოგერინი საქართველოს რეფორმების გაგრძელებისაკენ მოუწოდებს


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარება მიულოცა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში დასაქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაცია მისცა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ თავიდან უნდა აიცილიოს პოლარიზაცია, ოპოზიციურ პარტიებთან აწარმოოს დიალოგი და გააგრძელოს რეფორმები სასამართლო სისტემის და კანონის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ნებისმიერი სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და ის მკაცრად უნდა აკმაყოფილებდეს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

XS
SM
MD
LG