Accessibility links

logo-print

აშშ გადასინჯავს უცხოეთში მძევლად აყვანილი ამერიკელების გამოსახსნელ ზომებს


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას დავალებით, გადასინჯავენ ზომებს, რომლებსაც აშშ-ის მთავრობა მიმართავს უცხოეთში ექსტრემისტების მიერ დაკავებული ამერიკელების გასათავისუფლებლად. ამის შესახებ განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა დაადასტურა ცნობა ჰუმანიტარული ორგანიზაციის ამერიკელი თანამშრომლის, პიტერ კასიგის სიკვდილის შესახებ. ის მესამე ამერიკელია, რომელსაც ბოლო თვეებში თავი მოჰკვეთეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა. აშშ-ის მედიის ცნობით, ზომების გადასინჯვისას აქცენტი გაკეთდება მძევლის ოჯახის როლზე, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებასა და დიპლომატების მუშაობაზე. ეს ცნობები ეყრდნობა თავდაცვის მინისტრის მოადგილე კრისტინ უორმატის წერილს, მასში არ არის ნახსენები გამოსასყიდის საკითხი. შეერთებული შტატების პრინციპია, არ გადაიხადოს ფული მძევლების გამოსახსნელად.

XS
SM
MD
LG