Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმიში ოთხი ადამიანი მოკლეს სინაგოგაზე თავდასხმისას


იერუსალიმში პისტოლეტით, ნაჯახებითა და დანებით შეიარაღებულმა ორმა პალესტინელმა ოთხი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა ერთ-ერთ სინაგოგაში, რის შემდეგაც ისინი პოლიციელებმა დახოცეს. მოკლულებიდან სამს ჰქონდა ისრაელისა და შეერთებული შტატების ორმაგი მოქალაქეობა, რაც დაადასტურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. ხოლო მეოთხე მსხვერპლი ისრაელისა და ბრიტანეთის მოქალაქე იყო. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს განცხადებით, ისრაელისაგან მკაცრი რეაქცია მოჰყვება იერუსალიმში ბოლო წლების ამ, ყველაზე დიდი მსხვერპლით დამთავრებულ თავდასხმას. პალესტინელების პრეზიდენტმა მაჰმუად აბასმა დაგმო სინაგოგაზე თავდასხმა.

XS
SM
MD
LG