Accessibility links

logo-print

ხორვატია შეშფოთებულია ბოსნიის საკითხში რუსეთის პოზიციით


ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვესნა პუშიჩის განცხადებით, მის ქვეყანას შეუმჩნეველი არ დარჩენია ბოსნიის მიმართ რუსეთის ბოლოდროინდელი პოზიცია, რომელიც შეშფოთებას უნდა იწვევდეს, განსაკუთრებით ბალკანეთის ქვეყნებისათვის. პუშიჩის 17 ნოემბრის განცხადებით, კერძოდ ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ ბოსნიის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლოდროინდელი რეზოლუციის მიღებისას, რუსეთის დელეგაციამ მოითხოვა უარის თქმა „ბოსნია-ჰერცეგოვინის ევრო-ატლანტიკური პერსპექტივის“ ხსენებაზე. რუსეთმა თავი შეიკავა გაეროს უშიშროების საბჭოში 11 ნოემბერს გამართული კენჭისყრისას, რომელიც ეხებოდა ბოსნიაში ევროკავშირის სამშვიდობო მისიის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას. რუსეთის ეს ნაბიჯი ასახავს მოსკოვის უარყოფით დამოკიდებულებას ევროკავშირში ბოსნიის ინტეგრაციის მიმართ. როგორც პუშიჩი აღნიშნავს, მოსკოვმა პირველად გამოხატა ასეთი პოზიცია ქვეყნისადმი, რომელიც არ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას.

XS
SM
MD
LG