Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური პირი: აშშ-მა უნდა განიხილოს კიევისთვის მომაკვდინებელი იარაღის მიწოდება


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მაღალი რანგის მრჩეველი აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა გადასინჯოს თავისი პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც ის არ აწვდის მომაკვდინებელ იარაღს უკრაინას - რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს ებრძვის. ამასთან, ეროვნული უშიშროების საკითხებში მეორე მრჩეველი, ტონი ბლინკენი საუბრობს მოსკოვის მიერ მინსკის საზავო შეთანხმების „სერიოზულად დარღვევის“ შემთხვევებზე. შეთანხმებამ, რომელსაც ბელორუსიის დედაქალაქში 5 სექტემბერს მოაწერეს ხელი რუსეთმა, უკრაინამ და უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის მეამბოხეებმა, დააწესა ზავი და განსაზღვრა მშვიდობის დასამყარებლად საჭირო ნაბიჯები. ბლინკენის თქმით, კიევისთვის მომაკვდინებელი იარაღის მიწოდებამ შესაძლოა მოსკოვს უბიძგოს „დაფიქრებისკენ და თავის შეკავებისკენ სამომავლო ქმედებებისგან.“ ბლინკენი ამ განცხადებით 19 ნოემბერს გამოვიდა კონგრესში, სადაც იხილავდნენ მის წარდგენას სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე. ნატო რუსეთს ადანაშაულებს უკრაინის აღმოსავლეთში ტანკების და სამხედროების გაგზავნაში. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG