Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეხო მოსკვის“ ჟურნალისტებს დაუდგენენ სოციალური მედიით სარგებლობის წესებს


რუსეთის რადიო „ეხო მოსკვი“ აცხადებს, რომ თავისი თანამშრომლებისთვის ამზადებს წესებს, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელონ სოციალური მედიით სარგებლობისას. ეს ნაბიჯი მოჰყვა „ეხო მოსკვიზე“ მისი მფლობელის, მედიაჰოლდინგ „გაზპრომ მედიის“ ზეწოლას მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ალექსანდრ პლიუშჩევმა „ტვიტერით“ გაავრცელა ცნობა კრემლის ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ივანოვის შვილის გარდაცვალების შესახებ. ამის გამო „გაზპრომ მედიის“ დირექტორმა, მიხაილ ლესინმა გააკეთა განცხადება ჟურნალისტის მოხსნაზე, მაგრამ მოგვიანებით უკან წაიღო ეს გადაწყვეტილება. „ეხო მოსკვის“ თანამშრომელმა ლესია რიაბცევამ 24 ნოემბერს ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ხელმძღვანელობს სამუშაოებს სოციალური მედიის სარგებლობის წესების დასადგენად. რეგულაციების დაწესებაზე ცნობა მწვავე რეაქციას იწვევს რუს ჟურნალისტებში - ისინი შიშობენ, რომ შეზღუდვები შესაძლოა, რუსეთის მთელს მედიაზე გავრცელდეს.

XS
SM
MD
LG