Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჩაკ ჰეიგელი


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი. როგორც ობამამ 24 ნოემბერს თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა, ჰაგელი ფიქრობს, რომ „სათანადო დროა“ ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ამასთან ობამამ მას თავდაცვის სამინისტროს „სანიმუშო“ ხელმძღვანელი უწოდა და აღნიშნა, რომ ჰეიგელი პენტაგონში დარჩება მანამდე, სანამ სენატი დაამტკიცებს თავდაცვის მინისტრის პოსტზე მისი შემცვლელის კანდიდატურას. ჰეიგელი - ყოფილი სენატორი და ვიეტნამის ომის ვეტერანი - 68 წლისაა. მის გადადგომას წინ უსწრებდა მთავრობის ოპონენტების კრიტიკა ავღანეთში სამხედრო კამპანიისა და ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული ზომების მიმართ.

XS
SM
MD
LG