Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა უკანონოდ გამოაცხადა მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ხელშეკრულება


აშშ-მა უკანონოდ გამოაცხადა რუსეთსა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შორის 24 ნოემბერს გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება და მოსკოვს კვლავ მოუწოდა, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს საზავო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ აშშ-ის პოზიცია კვლავ მკაფიოა, ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და მხარს უჭერს ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთს შორის გაფორმებული არცერთი ხელშეკრულების ლეგიტიმურობას. ვაშინგტონმა მოსკოვს მოუწოდა, გააუქმოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება. „კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, როგორც უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ სფეროებში კონკრეტული წინსვლის მიღწევის საშუალებას“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG