Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფერგიუსონში 61 ადამიანი დააკავეს


პოლიციის ცნობით,აშშ-ის ქალაქ ფერგიუსონში, მას მერე, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვიტეს, რომ არ არსებობს სავარაუდო მიზეზი პოლიციელ დარენ უილსონისთვის რაიმე დანაშაულში ბრალის წასაყენებლადუიარაღო შავკანიანი მოზარდის მისამართით სასიკვდილო გასროლის გამო, ძალადობამმიაღწია უკიდურეს დონეს აგვისტოს შემდეგ. 9 აგვისტოს მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში შავკანიანი მაიკლ ბრაუნის მკვლელობამ მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.მაიკლ ბრაუნის ოჯახმა განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულები“ არიან ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით. პოლიციის თანახმად, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის მანქანებს და შენობებს, გაიძარცვა მაღაზიმები, ქალაქში ისმოდა სროლის ხმა. დააკავეს 61 ადამიანი. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი მოქმედების, პოლიციას კი თავშეკავებისკენ მოუწოდა.საპროტესტო აქციები აშშ-ის სხვა ქალაქებში, მათ შორის - ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში, ასევე ვაშინგიტონსა და ჩიკაგოში გაიმართა.

XS
SM
MD
LG