Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროკურატურამ ბრალდების დადგენილება გამოიტანა


საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდების დადგენილება გამოიტანა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ. საქმეზე გრძელდება გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით", - აღნიშნულია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG