Accessibility links

logo-print

არსენი იაცენიუკი ხელახლა აირჩიეს პრემიერ-მინისტრად


უკრაინის მთავრობის პრემიერ-მინისტრად კვლავ აირჩიეს არსენი იაცენიუკი. მანამდე უკრაინის ახლადარჩეული პარლამენტის „ვერხოვნა რადას“ პირველ სხდომაზე, რომლის დაწყებისთანავე უკრაინის მთელი მთავრობა გადადგა. კოალიციური შეთანხმების თანახმად პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პარლამენტს ხელახლა დასამტკიცებლად კვლავ არსენი იაცენიუკის კანდიდატურა წარუდგინა. მას ვერხოვნა რადამ 341 ხმით დაუჭირა მხარი. უკრაინის ახლადარჩეული პარლამენტი 27 ნოემბერს პირველად შეიკრიბა. მოელიან, რომ დღესვე საკანონმდებლო ორგანო ვერხოვნა რადას სპიკერს აირჩევს.

XS
SM
MD
LG