Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიელებმა მხარი არ დაუჭირეს მიგრანტთა ნაკადის შეზღუდვას


30 ნოემბერს შვეიცარიაში ჩატარდა რეფერენდუმი მიგრაციის, სახელმწიფო რეზერვში ოქროს წილის გაზრდისა და გადასახადების სფეროში პრივილეგიების გაუქმების საკითხებზე. შვეიცარიის მოქალაქეების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ქვეყანაში მიგრანტების ნაკადის შეზღუდვას. წინასწარი ინფორმაციით, ასეთი პოზიცია აქვს კენჭისყრაში მონაწილეთა 74%-ს. უცხოური სამუშაო ძალის ნაკადის შეზღუდვის წინადადებით გამოდის შვეიცარიული არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგია და მოსახლეობა“ (Ecopop), რომელიც განუახლებადი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და მოსახლეობის გადაჭარბებულად ზრდის თავიდან აცილებისთვის იბრძვის. შვეიცარიელებმა უარყვეს დანარჩენი ორი ინიციატივაც. ერთ-ერთი გულისხმობდა შვეიცარიის ეროვნულ ბანკში სახელმწიფო რეზერვებში ოქროს წილის 7-დან 20 პროცენტამდე გაზრდასა და საზღვარგარეთ შენახული ოქროს შვეიცარიაში დაბრუნებას. მეორე ინიციატივა ითვალისწინებს საგადასახადო პრივილეგიებს გაუქმებას შვეიცარიაში მცხოვრები იმ შეძლებული უცხოელებისთვის, რომლებიც სხვა ქვეყანაში მუშაობენ. ასეთი მილიარდერი და მილიონერი შვეიცარიაში 5500000-ზე მეტია.

XS
SM
MD
LG