Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგორი კარასინი ვერ ხედავს „პაუზას“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში


რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში პაუზა არ არის. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განუცხადა. "ურთიერთობების ნორმალიზებაში პაუზა არ არსებობს. არსებობს პერიოდი, როდესაც უნდა იფიქრო, როგორ იმოქმედო მომავალში, გაიაზრო ყველაფერი. სიტყვა "პაუზა" მე არ მომწონს. ნორმალიზება იმ სფეროებში გაგრძელდება, რომელშიც შესაძლებელია. საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად ვფიქრობთ იმაზე, როგორ ავაწყოთ მომავალი მუშაობა. ახალ წლამდე, ვფიქრობ შეხვედრა არ გვექნება. მომავალი წლის დასაწყისში ვიფიქრებთ თარიღზე, თუ როდის უნდა შევხვდეთ კვლავ", - განაცხადა კარასინმა.

XS
SM
MD
LG