Accessibility links

logo-print

საქართველოს "კორუფციის აღქმის ინდექსი" მცირედით გაუმჯობესდა


3 დეკემბერს ორგანიზაცია „ტრანსპარენსი ინტერნეიშენალმა“ გამოაქვეყნა კორუფციის აღქმის 2014 წლის ინდექსი. ნაშრომში შეფასებულია ვითარება მსოფლიოს 175 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. თითქმის ყველა ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, კორუფციის აღქმის ინდექსი არის 50-ი ან მასზე დაბალი. ინდექსი ითვლება ნოლიდან ასამდე და რაც მეტია ქულა, მით ნაკლებად კორუპირებულად არის შეფასებული ქვეყანაში არსებული ვითარება. საქართველოში კორუფციის აღქმის ინდექსი წელს 52-ია, შარშან ის 49 იყო, 2012 წელს კი - 52. სომხეთის ინდექსია 37, აზერბაიჯანის - 29 , უკრაინის - 26. ბალკანეთის ქვეყნების უმრავლესობა 50-ზე ნაკლები ქულით შეფასდა. ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებს შორის არის ავღანეთი - 12 ქულით. სიის ბოლო სამეულია - სომალი, ჩრდილოეთი კორეა და სუდანი. წლებია სიის სათავეშია დანია 92 ქულით.

XS
SM
MD
LG