Accessibility links

კერის სჯერა, რომ კოალიცია დაამარცხებს ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურ სახელმწიფოს"


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, კოალიცია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შექმნა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად, ერთიანია და "წინ მიიწევს ყველა ფრონტზე". "ისლამურ სახელმწიფოს" ტერიტორიის დიდი ნაწილი აქვს დაპყრობილი ერაყსა და სირიაში. 3 დეკემბერს ბრიუსელში იმართება ექსტრემისტებთან მებრძოლ კოალიციაში შემავალი თითქმის 60 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიღწეულ პროგრესსა და მოქმედების სტრატეგიაზე სასაუბროდ. შეხვედრის დაწყებამდე ჯონ კერიმ ისაუბრა საერთო საფრთხესთან დაპირისპირების აუცილებლობაზე: „ამ კოალიციის ქვეყნები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან გეოგრაფიით, ისტორიით, კულტურით, მაგრამ ყველა ვაცნობიერებთ საერთო საფრთხეს. და ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტები წარმოადგენენ საფრთხეს და ემუქრებიან ყველა ჩვენგანის ინტერესებსა და ფასეულობებს“. ჯონ კერის თქმით, კოალიცია ბრძოლას გააგრძელებს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება "ისლამური სახელმწიფოს" დასამარცხებლად.

XS
SM
MD
LG