Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს


საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც შეთანხმება შედგა პროფკავშირებსა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის. შეთანხმებით, რომლის შესახებაც საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ, გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა და რკინიგზელთა ახალი პროკავშირის თავმჯდომარემ ვიტალი გიორგაძემ, გათვალისწინებულია 2014 წლის ბოლოს ხელფასის 50% ოდენობის საახალწლო პრემია. გაფიცული რკინიგზელები თავდაპირველად ხელფასის 100%-ის ოდენობის პრემიას ითხოვდნენ. გადაწყდა ასევე, რომ 2015 წელს ახალ სახელფასო სისტემაზე გადასვლა არ გამოიწვევს რკინიგზის იმ თანამშრომლების ხელფასის კლებას, ვისაც აქვს ხელფასი 1250 ლარამდე. რაც შეეხება მოთხოვნას ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებაზე, რკინიგზის ადმინისტრაცია და თანამშრომლები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. რკინიგზის თანამშრომელთა გაფიცვა 26 ნოემბერს დაიწყო.

XS
SM
MD
LG