Accessibility links

logo-print

ობამა: პუტინის მოქმედება მეზობლებს აშინებს


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თავის კურსს არ შეცვლის, სანამ რუსეთის ეკონომიკისთვის სანქციებით მიყენებულ ზარალი არ აიძულებს. მან დასძინა, რომ პუტინის მოქმედება აშინებს მეზობლებს, და რომ რუსეთი სრულიად იზოლირებულია მსოფლიოში. ობამამ ეს განაცხადა ვაშინგტონში, როცა ბიზნესმენებს შეხვდა. მან რწმენა გამოთქვა, რომ აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიცია, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის, შეძლებს ექსტრემისტები აიძულოს, უკან დაიხიონ.

XS
SM
MD
LG