Accessibility links

logo-print

პუტინი: უკრაინის „ტრაგედია“ მოწმობს, რომ რუსეთის პოლიტიკა „სწორია“


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თავისი ყოველწლიური სიტყვით გამოდის. გამოსვლაში პუტინი საუბრობს უკრაინის კრიზისზე - მისი თქმით, რუსეთი პატივს სცემს უკრაინას როგორც მოძმე ქვეყანას, თუმცა უკრაინის აღმოსავლეთში მომხდარი „ტრაგედია“ მოწმობს, რომ რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკა „სწორია.“ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიზანი იყო რუსეთისთვის ძირის გამოთხრა - თუმცა, მისი თქმით, ამის ნაცვლად ეკონომიკის სტიმულირება მოხდა. რუსეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა აშშ-ის გეგმა ანტი-სარაკეტო თავდაცვითი სისტემის აგების თაობაზე - თუმცა დასძინა, რომ რუსეთს ვერ ჩაითრევენ ახალ გამალებულ შეიარაღებაში. როგორც იუწყებიან, მის გამოსვლას ესწრებიან მაღალჩინოსნები, რელიგიური ლიდერები და სხვა საჯარო პირები. გამოსვლა პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცემა.

XS
SM
MD
LG