Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია ისრაელს ადანაშაულებს დამასკთან ობიექტების დაბომბვაში


სირიის არმიის ცნობით, ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა დამასკთან მდებარე ორ რაიონზე, რომლებსაც მთავრობის ჯარები აკონტროლებენ. არმიის განცხადებით, ისრაელის საჰაერო იერიშები მიმართული იყო დიმასის რაიონისა და დამასკის საერთაშორისო აეროპორტისაკენ. ამ წყაროს თანახმად, იერიშებმა ზარალი გამოიწვია, თუმცა არავინ დაშავებულა. ისრაელი ჯერ არ გამოხმაურებია ამ ცნობას. სირიის არმიამ კვლავ გამოთქვა ბრალდება, რომ ისრაელი ეხმარება მეამბოხეებს, რომლებიც იბრძვიან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დასამხობად. ისრაელს რამდენიმე საჰაერო იერიში აქვს განხორციელებული სირიის სამხედრო პოზიციების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში 2011 წელს დაიწყო შეიარაღებული ამბოხება. უმეტესწილად, იერიშების სამიზნედ სახელდება შეიარაღების სისტემები, განკუთვნილი ლიბანში დაფუძნებულ გასამხედროებულ მოძრაობა „ჰიზბოლასთვის“.

XS
SM
MD
LG