Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი გახდა


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კოსოვოს მიანიჭა სრულუფლებიანი წევრის სტატუსი, რაც სერბიის ყოფილ ოლქს საშუალებას მისცემს 2016 წელს რიო დე ჟანეიროს საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღოს მონაწილეობა. გადაწყვეტილებამ სერბიის განაწყენება გამოიწვია. ბელგრადმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პოლიტიკურ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა აქტს მიუღებელი „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ უწოდა და თქვა, რომ ის ოლიმპიურ ქარტიას ეწინააღმდეგება, ქმნის „ახალ დაყოფას“. კოსოვო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებულია, მაგრამ მას არ ცნობს ბრაზილია, 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა. კოსოვოს მიესალმა გადაწყვეტილებას და უკვე დაასახელა ეროვნული მედროშე.

XS
SM
MD
LG