Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა დაგმო დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დაკითხვის მეთოდები


ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის თქმით, აშშ-ის სენატის ანგარიში დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დაკითხვის მეთოდების შესახებ, გვიჩვენებს, რომ სამმართველოს თანამშრომლები და კონტრაქტორები არღვევდნენ ადამიანის უფლებათა ყველა აღიარებულ ნორმას. მისი თქმით, ავღანეთს სურს იცოდეს, რამდენი ავღანელი აწამეს სამმართველოს ამ პროგრამის ჩარჩოებში. სენატის დაზვერვის კომიტეტის მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად,აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს მიერ დაკითხვის გაძლიერებული მეთოდების გამოყენება „არ იყო ეფექტიანი საშუალება სწორი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ან პატიმართა თანამშრომლობაზე დასაყოლიებლად.“ ანგარიში ვაშინგტონის დაზვერვის უწყებას ბრალს სდებს, რომ მან შეცდომაში შეიყვანა „პოლიტიკის შემუშავებაზე მომუშავე პირები და სხვები“ ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიმართ გამოყენებული დაკითხვის მეთოდების სისასტიკის დონის შესახებ, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდგომ წლებში.

XS
SM
MD
LG