Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალტიის ზღვაზე რუსეთი უპრეცედენტო მანევრებს ახორციელეს


პოლონეთის თავდაცვის მინისტრის ტომას სემონიაკის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალები ბალტიის ზღვის რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის საჰაერო და საზღვაო ოპერაციებს ახორციელებენ. ამის თაობაზე პოლონელმა მინისტრმა ტელეკომპანია ტვ 24 თან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლონეთს, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოს, არავითარი საფრთხე არ ემუქრება რუსეთისგანა და ეს მანევრები არის უფრო ემსახურება მოსკოვის მხრიდან იმის დადგენას, თუ რა რეაგირებას მოახდენენ ნატოს სამხედრო ძალები. სემონიაკმა დაადასტურა, რომ ვარშავა აპირებს შორ რადიუსზე მოქმედი სარაკეტო სისტემის შეძენას აშშ-ისაგან, რაც რეგიონში შექმნილი დაძაბული ვითარებით არის განპირობებული. 250 მილიონი დოლარის პროგრამა ითვალისწინებს, როგორც F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების, ისე ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტების შეძენას.

XS
SM
MD
LG